უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა.
მისი თქმით, აშშ ერთგულია ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ, ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღება 31 მოკავშირესა და ასპირანტ ქვეყანას შორის.
„მე არ ვაპირებ დეტალებსა და კერძო საუბრებში შესვლას. ეს პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები, რათა დააკმაყოფილოს იგივე სტანდარტები, როგორც ნატო-ს ნებისმიერმა ქვეყანამ გაწევრიანებამდე. ის ფიქრობს, რომ ეს შეიძლება გაკეთდეს, უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება. კიდევ ერთხელ, ჩვენ ერთგული ვართ და ერთგული ვიყავით ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. და ჩვენ ასე გავაგრძელებთ“, – განაცხადა კარინ ჟან-პიერმა.