საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხორვატიას სტუმრობს. ეს ამ სახელმწიფოში ვაშაძის პირველი ოფიციალური ვიზიტია. მის ფარგლებში საქართველოს მთავარი დიპლომატი დღეს ხორვატიის პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა მიიღო. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართა მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესა და კოლეგა მინისტრთან.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. იმსჯელეს ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობასა და ორმხრივი ბიზნესფორუმის გამართვის აუცილებლობაზე.
"საქართელოსა და ხორვატიას აქვთ კარგ ფუნდამეტრულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძვნებული ურთიერთობა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა მათი კულტურული და მეცნიერული ურთიერთობებით გაფორმება. ამ მიმართულებით პრეზიდენტმა რამდენიმე იდეა გააღჟერა, რასაც სიამოვნებით დავეთანხმეთ", - განაცხადა ვაშაძემ ხორვატიაში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.