"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე წლის ბოლომდე მოსკოვს კიდევ ერთხელ ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ბურჯანაძის რუსეთის დედაქალაქში ვიზიტი მომავალ კვირასაა დაგეგმილი.
"ქალბატონი ნინო 21 დეკემბერს მოსკოვში მემორიალის გახსნას დაესწრება. ის ამ ღონისძიებაზე ჯერ კიდევ მაისში დაპატიჟეს, როცა მემორიალის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო, ახლა კი ოფიციალური მოწვევაც მოვიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის საბჭომ სხდომაც გამართა და გადაწყდა, რომ ქალბატონი ნინო მოსკოვში გაემგზავრება", - განმარტავენ პარტიის პრესსამსახურში.
მათი ინფორმაციით, გარდა მემორიალის გახსნისა, ბურჯანაძე "ძალიან მნიშვნელოვან" შეხვედრებსაც გამართავს, თუმცა ვისთან, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, რომ 21 დეკემბერს, მოსკოვში, "პოკლონნაია გორაზე", ერთი წლის წინ ქუთაისში დემონტირებული "დიდების მემორიალის" სანაცვლო მონუმენტი გაიხსნება.