მიმდინარე წელს საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობები 21 სახელმწიფოსთან დაამყარა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, მათ შორისაა ლათინური ამერიკისა და კარიბეთის აუზის, ასევე აფრიკული და აზია-წყნარიოკეანის რეგიონის ქვეყნები.
"წელს სულ 21 სახელმწიფოსთან დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები. ესენი არიან ლათინური ამერიკისა და კარიბეთის აუზის სახელმწიფოებიდან: დომინიკის თანამეგობრობა, დომინიკის რესპუბლიკა, პარაგვაი, პერუ, სენტ-ვინსენტი და სენტ-ლუჩია, აფრიკული სახელმწიფოებიდან: ბოტსვანა, გამბია, ეკვატორიული გვინეა, კაბო-ვერდე, კენია, კომორო, ლიბერია და უგანდა და აზია-წყნარიოკეანის რეგიონის სახელმწიფოებიდან - ბრუნეი, მალდივის რესპუბლიკა, მარშალის კუნძულები, ფიჯი და სამოა", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.
ბოლო ქვეყანა, რომელთანაც საქართველომ დიპლომატიური თანამშრომლობის შესახებ ოქმი გააფორმა, დომინიკის თანამეგობრობაა. მასთან შესაბამის შეთანხმებას ხელი გუშინ მოეწერა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს 191 წევრი სახელმწიფოდან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები 145-თან აკავშირებს.