როდესაც ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელი, თავად არის ზონდერიც, თავად არის ის კრიმინალები, ვისაც აორგანიზებენ ეს ჩმორები, ჩვენ მოგვიწევს აუცილებელი მოგერიების პირობებში თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილის მსგავს ჩმორებს პირდაპირი მნიშვნელობით. არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ, - ამის შესახებ ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
„მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას პირველ რიგში და ვუთხრა, ჩემო ძვირფასებო, როდესაც ხელისუფლება თავად აორგანიზებს, თავად არის შემსრულებელი, თავად არის ზონდერიც, თავად არის ის კრიმინალები, ვისაც აორგანიზებენ ეს ჩმორები, ჩვენ მოგვიწევს აუცილებელი მოგერიების პირობებში თითები, ხელები დავალეწოთ ბექა ოდიშარიას, კობახიძის და ღარიბაშვილის მსგავს ჩმორებს პირდაპირი მნიშვნელობით. არ ვაპირებთ არაფრის გატარებას და როდესაც თავს დაგვესხმებით, ძალიან მძიმედაც მიიღებთ თუ, რა თქმა უნდა, ასევე მუხანათურად, ჩუმად, ჩასაფრებით არ გააკეთებთ. ასევე სამართალდამცავ ორგანოებს, ჯერ კიდევ რომ არსებობს და მინდა, რომ თუნდაც ეს საქმეც არსებობდეს თაროზე, კაკეგებეშნიკის ოჯახში გაზრდილ კობახიძეზე, რომელმაც წინასწარ დააანონსა ეს ყველაფერი, უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და პირველ რიგში მასზე, ირაკლი ღარიბაშვილზე, მდინარაძეზე და ბექა ოდიშარიაზე, რომელიც რამდენიმე დღეა გვაფრთხილებს ამ თავდასხმების შესახებ.
მივმართავ ხალხს, სანამ ამათ თუნდაც პოლიტიკურად მძიმედ ცხვირ-პირში არ მოხვდებათ, ყველას მოგვივარდებიან სახლში. ასე ჰგონიათ, რომ დაგვაშინებენ და ასე ფიქრობენ, რომ ეს სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნებიაო, არანაირი სამოქალაქო დაპირისპირების, უკაცრავად და ერთი ადგილი „რუსულ ოცნებას“ არ აქვს, ისინი არიან მარტო, რამდენიმე ათეული და ცდილობენ შექმნან, რომ თითქოს საზოგადოება არის გაყოფილი ორად. საქართველო არ არის გაყოფილი ორად, საქართველო არის ერთი, საქართველოს მოსახლეობას სურს ევროინტეგრაცია, ეს არის 90 პროცენტი და საქართველოს მოქალაქეს ცხადია არ უნდა ოკუპანტი პუტინისტის ფეხქვეშ გართხმული სახელმწიფო და თუ ვინმეს სურს მოაჩვენოს, რომ საზოგადოება არის გაყოფილი ორ ნაწილად, ეს არის რუსული პარტია, რომელიც ერთად, ერთობით, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გავისტუმროთ პოლიტიკურ მოუსავლეთში, თუნდაც მათთვის ხელებზე თითების მომტვრევა დაგვჭირდეს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.