დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი მიენიჭება.
შესაბამისი ინიციატივა პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხზე თბილისის საკრებული უახლოეს დღეებში, პირველივე სხდომაზე ისმჯელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ამერიკელი დიპლომატი "მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და დემოკრატიის განვითარების, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ქართველი ერის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის, სიკვდილის შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა.
რიჩარდ ჰოლბრუკი რამდენიმე დღის წინ, გულის შეტევით გარდაიცვალა.