მილიცია მკაცრად ჩაახშობს მოსკოვის ქუჩებში ძალადობის გამოვლინებისა და პროვოკაციების მოწყობის ნებისმიერ მცდელობას. ეს განცხადება მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა გააკეთა და "ცხელ თავებს" პროვოკაციებში ჩაბმისაგან თავის შეკავება ურჩია.
"მილიცია მკაცრად ჩაახშობს მოსკოვის ქუჩებში ძალადობის გამოვლინებისა და და პროვოკაციების მოწყობის ნებისმიერ მცდელობას. მოვუწოდებ ყველა ცხელ თავს არ წამოეგონ ძალადობისკენ მოწოდებებსა და პროვოკაციებს არ წამოეგონ", _ განაცხადა მოსკოვის მერმა და დასძინა, რომ ამჟამად მოსკოვის მილიცია ქუჩების, მეტროსა და ზოგადად ტრანსპორტის გაძლიერებულ პატრულირებას ახორციელებს.
მოსკოვის მეტი ასევე აცხადებს, რომ დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა მსხვერპლი არ არის.
"დაკავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი, თუმცა მსხვერპლის შესახებ მონაცემები არ არის", _ აცხადებს სობიანინი.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის მილიციამ ქალაქის სხვა და სხვა რაიონში დაახლოებით 1300-მდე ადამიანი დააკავა რომლებმაც, რუსული მედიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა სცადეს. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილს ტრავმატული და ცივი იარაღი ჰქონდა.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მილიციამ შეძლო აქციების ჩატარება და დაპირისპირება არ დაეშვა არა მხოლოდ კიევის სადგურთან არამედ მეტროსადგურებთან "სმოლენსკაია" და "პარკ კულტური". სწორედ ამ ადგილებში იგეგმებოდა კავკასიელებსა და რუსი ეროვნების რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდობას შორის "საქმის გარჩევა".