ჩეჩნეთში უცნობმა პირებმა რუსი სამხედროები დაცხრილეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"როშნიჩუს დასახლებულ პუნქტთან უცნობმა პირებმა რუსეთის შს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები დაცხრილეს. შედეგად ერთი რუსი სამხედრო დაჭრილია და ჰოსპიტალიზებული", _ იუწყება რუსული მეთი. მათივე ინფორმაციით თავდამსხმელები მიიმალნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შემოწმება მიმდინარეობს.