ბელორუსში პრეზიდენტს უკვე ირჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ოფიციალურ თარიღად 19 დეკემბერია გამოცხადებული, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დღეს დილიდან გაიხსნა.
ვადაზე ადრე ხმის მიცემის საშუალება იმ მოქალაქეებს ეძლევათ, რომლებიც 19 დეკემბერს საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ მოახერხებს.
ხელისუფლების განმარტებით არჩევნების ვადაზე ადრე დაწყება მხოლოდ ამომრჩეველთა ხელშეწყობას ემსახურება, ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ეს ხელისუფლებისთვის გაყალბების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
არჩევნებში სულ პრეზიდენტობის 10 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო, რომელიც კენჭს უკვე მეოთხედ იყრის.
აღსანიშნავია, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებს რამდენიმე ასეული ადგილობრივი და უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის ქართველი პარლამენტარებიც.
ამ მიზნით საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მინსკში უკვე გაემგზავრა.
შეგახსენებთ, რომ ბელურისში პრეზიდენტის არჩევნების თარიღად ოფიციალურად 19 დეკემბერია გამოცხადებული.