დღეს, 16 დეკემბერს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
ამჟერად ჯგუფის წევრები არჩევნების დაფინასების საკითხს განიხილავენ. პოლიტიკური მხარეები შესაბამისი პროექტების პრეზენტაციას გამართავენ. ოპოზიციური ე.წ. "დიდი რვიანის" ერთობლივ პროექტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ირაკლი ჩიქოვანი წარუდგენს.
შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე ჟურნალისტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც დაესწრებიამნ.
შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები თვეზე მეტია მიმდინარეობს.