საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და მისმა მეუღლემ, საფრანგეთის პირველმა ლედიმ, კარლა ბრუნიმ, თოვლის პაპა და თოვლის გოგონა განასახიერეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს.
მათი განცხადებით, ელისეის სასახლეში გამართულ საშობაო წვეულებაზე სარკოზი და ბრუნი თოვლის პაპასა და თოვლის გოგონას განასახიერებდნენ. აღნიშნული წვეულება საფრანგეთში სოციალურად დაუცველი და სტიქიური უბედურებისგან დაზარალებული ოჯახების ბავშვებისთვის მოეწყო. ღონისძიებას 900 ბავშვი ესწრებოდა. პატარებისთვის სადღესასწაულო ბანკეტი მოეწყო და საჩუქრებად ტკბილეული და სათამაშოები დაურიგდათ.