დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საქართველოს სავაჭრო პალატას შორის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი პაპუნა დავითაიამ და ჯემალ ინაიშვილმა მოაწერეს. დოკუმენტი დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ბიზნესმენების საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლობისთვის წარდგენას ითვალისწინებს.
მემორანდუმის ფარგლებში, დღესვე, საქართველოს სავაჭრო პალატის წარმომადგენლად ანდალუზიაში ნათია მიქავა სტიუარტ-ფოქსი დაინიშნა.