საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანაონო პატიმრებს" შეშფოთებას გამოთქვამს სოსო რობაქიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო.
"ქვეყანაში დამკვიდრებული პოლიციური რეჟიმი ადამიანის უფლება|თა ხელყოფას წესად ამკვიდრებს. ძალადობა და ტერორი ყოვედღიური მოვლენა ხდება. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებს მოახდინონ რეაგირება და მოვითხოვთ დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული რობაქიძის ცემის ფაქტი და სათანადოდ იქნან დასჯილი ძალადობის განმხორციელებელი პირები", _ აცხადებს მოძრაობის ლიდერი ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველების მიერ მოკლული ამირან რობაქიძის მამას, სოსო რობაქიძეს რამდენიმე დღის წინ უცნობი პირები დაესხნენ თავს.