ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრი ვერა ქობალია აცხადებს, რომ საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელად ქეთი ბოჭორიშვილის კანდიდატურა შიდა კონკურსის წესით შეარჩია. მინისტრის განცხადებით, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი კონკურსის წესით ბიზნესსექტორიდან აირჩია.
"საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი კონკურსის წესით ავირჩიეთ, თუმცა ეს კონურსი ღიად არ ყოფილა გამოცხადებლი, რადგანაც კანდიდატურას ბიზნესიდან ვეძებდით", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
თუმცა რამდენიმე დღის წინ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა ქეთი ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მისი დანიშვნა აღნიშნულ თანამდებობაზე კონკურისის წესით არ მომხდარა.
"რაც შეეხება ჩემს დანიშვნას, მე წარვადგინე სამინისტროში სპეციალური გეგმა, თუ როგორ უნდა გააგრძელოს მუშაობა სააგენტომ და განიხილეს ჩემი წინადადებები. გაითვალისწინეს ჩემი გამოცდილება და დამირეკეს, დანიშვნის შესახებ მაცნობეს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბოჭორიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიისტრმა პოსტზე დანიშვნიდან რამოდენიმე დღის შემდეგ განაცხადა, რომ ამიერიდან სამინისტროს თანამშრომლები მხოლოდ კონურსის წესით შეირჩეოდნენ.