ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია არ გამორიცხავს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს შემდეგ ჯანდაცვის დაწესებულებების მართვა ურუშაძის უწყებამ განახორციელოს. სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ვერა ქობალიამ ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე სხვადასხვა სამედიცინო უწყებების შესაძლო გადასვლის ფაქტი დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ ეს უახლოეს ხანებში არ იგეგმება. მინისტრის თქმით, აღნიშული გადაწყვეტილები მას შემდეგ მიიღება რაც ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროები ერთიან მართვაზე შეთანხმდებიან.
"მე მგონია რომ ეს კარგია. წლის დასაწყისში ჩვენ საწარმოთა მართვის სააგენტოს ბალანსზე 1300 ობიექტი გვქონდა. აქედან ბევრი ლიკვიდაციაში წავიდა და ზოგიც გავყიდეთ. თუმცა დარჩენილია საწარმოები ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით და თუ ენერგეტიკის სამინისტრო გარკვეულ ენერგეტიკულ უწყებებს თავად მართავს ეს მხოლოდ კარგია", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ვერა ქობალია.
შეგახსენებთ, რომ "ჯი-ეიჩ-ენის" ინფორმაცით, რამდენიმე დღის წინ ვერა ქობალიას უწყებამ ალექსანდრე ხეთაგურს კიდევ ერთი ობიექტი დაუთმო.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა, რომ სს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი ენერგეტიკის სამინისტროს მართვის უფლებით გადასცეს.
აღნიშნული "ტრანზაქციით" კი ენერგეტიკის სამინისტრო უახლოესი 3 თვის განმავლობაში უკვე მეშვიდე ობიექტს იბრუნებს, რომელსაც დღემდე საწარმოთა მართვის სააგენტო ფლობდა. მთავრობის განკარგულებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ალექსანდრე ხეთაგურის უწყებას"ენგურჰესის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი, სს „თელასის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებულიაქციების 24,529% (19904783 ცალი ჩვეულებრივი აქცია), "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის", საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის", "ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის". სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილისა და გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა "საქრუსენერგოს"სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 50% აქციების მფლობელი უკვე გახდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვანორმატიული აქტების საფუძველზე განხორციელა.