24 ნოემბერს საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში სტუმრები შეხვედრებს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ჯერ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანთან, შემდეგ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ აკაკი მინაშვილთან, 13.00 საათზე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მოგვიანებით ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილთან, 17:00 საათზე კი პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან
გამართავენ.
რაც შეეხება ვიზიტის მეორე დღეს, 25 ნოემბერსაც ჩეხი პარლამენტარები რამდენიმე შეხვედრას კვლავ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამართავენ, 12.00 საათზე კი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამგზავრებიან და მინისტრის მოადგილეს დავით ჯალაღანიას შეხვდებიან. საგარეო უწყებიდან ჩეხი პარლამენტარები ჯერ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში მივლენ, სადაც მათ მინისტრი
დიმიტრი შაშკინი მიიღებს, შემდეგ კი სახელმწიფო კანცელარიაში, სადაც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თემურ იაკობაშვილს შეხვდებიან.
26 ნოემბერს სტუმრები მცხეთაში გაემგზავრებიან, სადაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, ჯვრის მონასტრსა და დედათა მონასტერს დაათვალიერებენ.
დღის ბოლოს ჩეხი პარლამენტარები ისევ თბილისში დაბრუნდებიან, სადაც ჯერ ხელოვნების მუზეუმს ესტუმრებიან, შემდეგ კი "ქარვასლაში" მივლენ და თბილისის მუზეუმს დაათვალიერებენ.
სტუმრები თბილისს 27 ნოემბერი დატოვებენ.