უკრაინის მხარეზე მებრძოლი რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ლეგიონ „თავისუფალი რუსეთის“ მეომრები, რომლებიც მაისის ბოლოს ბელგოროდის ოლქში შეიჭრნენ, სულ მცირე ოთხ ტაქტიკურ სატრანსპორტო საშუალებას იყენებდნენ, რომლებიც უკრაინას აშშ-მა და პოლონეთმა გადასცეს, ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი წერს. კერძოდ, საუბარია ჯავშანმანქანაზე, რომელიც აღჭურვილია MRAP-ის კლასის გამაძლიერებელი ნაღმსაწინააღმდეგო დაცვით. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სამი ასეთი მანქანა კიევს აშშ-მა გადასცა, ერთი კი პოლონეთმა.
როგორც გამოცემა იწუყება, ამის შესახებ აშშ-ის ხელისუფლების ანონიმმა წარმომადგენლმა განაცხადა, რომელიც კარგად იცნობდა დაზვერვის მასალებს. ამავე დროს, მან დააყენა ნატო-ს მიერ მიწოდებული იარაღის უნებლიე გამოყენების საკითხი და კიევის ვალდებულება უზრუნველყოს მოკავშირეების მიერ მისთვის მიწოდებული აღჭურვილობის უსაფრთხოების გარანტია.
გარდა ამისა, ფოტოების შესწავლისა და მათი ნამდვილობის შემოწმების შემდეგ, ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოხალისეების ხელში აღმოჩნდა ჩეხეთისა და ბულგარეთის წარმოების შაშხანები და სულ მცირე ერთი AT-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი, რომელსაც ხშირად იყენებენ ამერიკელი და დასავლელი სამხედროები.
დასავლელი ოფიციალური პირები მოითხოვდნენ, რომ უკრაინა ყურადღებით დაკვირვებოდა მისთვის გადაცემული შეიარაღების გადაადგილებას. გამოცემა აღნშნავს, რომ ამ შეიარაღების საერთო ღირებულება რამდენიმე მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, მოკავშირეებმა კიევს აუკრძალეს დასავლური იარაღისა და აღჭურვილობის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის.
„თუმცა რუსეთში ცოტა ხნის წინ მომხდარი თავდასხა აჩვენებს, რომ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღება, შესაძლოა, ხელიდან ხელში გადადიოდეს გაურკვეველი ფორმით, რომელიც შექმნის კონტროლთან დაკავშირებულ პრობლემებს და რომლის აღიარებაც ვაშინგტონსა და კიევში ცოტას თუ სურს“, - აღნიშნულია გამოცემის პუბლიკაციაში. ფოტოების თანახმად, რომლებიც The Washington Post-ის ჟურნალისტებმა შეისწავლეს, სულ მცირე MRAP-ის ტიპის ორი მანქანა რუს სამხედროებს ოპერაციის შემდეგ ხელში ჩაუვარდათ.
რუსეთის დუმის ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომარიოვმა, რომელიც თავს ლეგიონ „რუსეთის თავისუფლების“ პოლიტიკურ წარმომადგენელს უწოდებს, აღიარა, რომ აკრძალული აქვთ დასავლური იარაღის გამოყენება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის გამოყენებულ მანქანებს გრძელი ისტორია აქვთ და კონკრეტულ შემთვევაში მათი გამოყენება დასაშვებად მიიჩნია. მისი თქმით, მოხალისეები იყენებდნენ ნადავლის სახით მოპოვებულ ტექნიკას, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა თავდაპირველად უკრაინელებს წაართვეს, შემდეგ კი უკრაინის მხარეზე მებძროლმა მეომრებმა - რუსებს.
ამასთან, რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მებრძოლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ დასავლურ ტექნიკას რუსეთის ტერიტორიაზე რეიდებისთვის არ იყენებდნენ. თუმცა ბრიტანეთის სამეფო შეიარაღების პალატის ეროვნული მუზეუმის ექსპერტმა ფოტოების გაცნობის შემდეგ დაადასტურა, რომ რუსეთის მოხალისეთა მებრძოლებს ბელგოროდის ოლქში ჩეხური და ბელგიური წარმოების შაშხანები ჰქონდთ.
ამავდროულად ორმა ამერიკელმა მოხალისემ დაადასტურა, რომ სწორედ ასეთი შაშხანები მიეწოდებათ უკრაინელ სამხედროებსა და მათ მხარეზე მებრძოლ უცხოელ მოხალისეებს.
პოლონეთისა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებს ამ თემასთნ დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამასთან, ბელგიის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ შეიარაღებას ყოველთვის აწვდიდნენ ოფიციალურ ხელისუფლებას ან უკრაინის რეგულარულ არმიას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის დასავლური იარაღის გამოყენების წინააღმდეგი არიან.