"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის მტკიცებით, მას შეეძლო სააკაშვილთან თბილი ურთიერთობის ფონზე ერთ-ერთ მდიდარ ადამიანად დარჩენილიყო, მაგრამ "ნეხვში ოქროს კოშკის აშენებაზე" უარი თქვა.
"ჩემთვის ძალიან ადვილი იყო მიხეილ სააკაშვილთან თბილი ურთიერთობების ფონზე ერთ-ერთ მდიდარ ადამიანად დავრჩენილიყავი, როგორიც იქამდე ვიყავი, არ მეტეხა ამის გამო თავი და სიცოცხლე სასწორზე არ დამედო, ვიქნებოდი ჩემთვის ჩუმად, როგორც ბევრი ადამიანია და ოქროს კოშს ავაშენებდი, მაგრამ ნეხვში ოქროს კოშკის აშენება არ მინდოდა. მე ეს ადამიანურად არ შემიძლია", - განაცხადა გაჩეჩილაძემ "მაესტროსთან" საუბარში.
მისივე განმარტებით, მას სააკაშვილის მოშორების საქმეში უამრავი რესურსი აქვს ჩადებული და ამის გამო ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს.
"სააკაშვილის მოშორების საქმეში არავის არ "ვეკონკურენტები", რადგან ამაში კონკურენტი არ მყავს და ვერც მეყოლება. მე დავიწყე ეს ბრძოლა და მას ბოლომდეც მე მივიყვან", - განმარტა მან.