"46 წელია ჩემს სახელს და გვარს ვაშენებ და არავის ვაპატიებ მის შეურაცხყოფას", - ამის შესახებ "ქართული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
გაზეთ "ასავალ-დასავალის" მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალაზე კომენტირებისას, გაჩეჩილაძე ამტკიცებს, რომ იმ წერილს, რომლის გამოქვეყნებასაც ჟურნალისტი გეგმავს, საერთაშორისო ექსპერტიზას ჩაუტარებს.
"დავიღალე იმის მტკიცებით, რომ მე აქლემი არ ვარ. კატეგორიულად მოვითხოვ, ვითომ ჩემი ხელით დაწერილი წერილი სასწრაფოდ დაიდოს. 46 წელია ჩემს სახელს და გვარს ვაშენებ და არავიც ვაპატიებ მის შეურაცხყოფას, ამ საზიზღრობას არ მივაფუჩეჩებ. მოვითხოვ, დაიდოს დოკუმენტი და მე თვითონ გავიღებ ყველაფერს, რომ მას საერთაშორისო ექსპერტიზა ჩაუტარდეს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ "მაესტროსთან" საუბარში.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სკანდალის უკან სააკაშვილი დგას, რადგან მისი, როგორც ალტერნატივის "წაქცევა" სწორედ მას სურს.
"ვერ წამაქცევენ, სულ რომ დამერიონ, ვერ წამაქცევენ, ვერც ჩვენს პოლიტიკურ პარტიას წააქეცენ. გამორიცხულია ეს ამბავი",-აღნიშნავს გაჩეჩილაძე.