ჩემზე მხედრიონელს რომ იძახიან არა რცხვენიათ? მხედრიონელი მეგობარი არ მყოლია მაშინ, იმ პერიოდში. თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი სულ, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოობის წირვის შემდეგ ქადაგებისას თქვა.
"ჩემზე მხედრიონელს რომ იძახიან არა რცხვენიათ? მხედრიონელი მეგობარი არ მყოლია მაშინ, იმ პერიოდში. თავდაცვის სამინისტროში ვმუშაობდი სულ. ისეთი ვიღაცა არ ვიყავი ცნობილი ის ვიყავი... რატომ აკეთებენ, იმიტომ, რომ პირველი პრეზიდენტი, რა გაუკეთეს, ჩემზე ვერაფერი რომ ვერ მოიფიქრეს, თავიდან რუსიაო, მერე ეს არის, მერე ეს არისო. აქ რომ ჩამოვდივარ, შეიძლება ვინმემ თქვას არ უნდა ამბობდესო, ლოგინში არ ვწვები ხოლმე, მონასტერში რაც წავედი ლოგინში არ ვწოლილვარ, არსად ლოგინი არა მაქვს", - თქვა მეუფე იაკობმა.