საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დიდი ბრიტანეთის სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ჯუდიტ გოფს შეხვდა.
გიორგი თარგამაძემ და ჯუდიტ გოფმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობის პერსპექტივები განიხილეს. თარგამაძემ სტუმარს „ქრისტიან-დემოკრატების" ხედვა გააცნო ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარების შესახებ.
გიორგი თარგამაძემ და ჯუდიტ გოფმა ასევე ისაუბრეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, შიდა პოლიტიკურ თემებზე, კერძოდ - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობასა და მედია-გამჭვირვალობის პროცესზე.
„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა ქალბატონ გოფს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც დიდი ბრიტანეთი საქართველოს მიმართ იჩენს.