საქართველოს პარლამენტი ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალების გამო ვაშინგტონში სამძიმრის წერილს გაგზავნის.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ჰოლბრუკი საქართველოს, პირადად პრეზიდენტისა და მისი "დიდი მეგობარი" იყო.
"ის ჩვენს გვერდით იდგა მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა. მთელი მისი საქმიანობა ომის პერიოდშიც და შემდეგაც მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დაცვისკენ. რიჩარდ ჰოლბრუკი საქართველოს, პირადად პრეზიდენტის და ჩემი დიდი მეგობარი იყო", - განმარტა ბაქრაძემ.
მისივე შეფასებით, რიჩარდ ჰოლბრუკი არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, არამედ "მეგობრის" სახელით საქართველოს ისტორიაშიც შევა.