საღამოს დიპლომატები, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს, კონგრესის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.
"ეს ორი წელიწადი პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი იყო. ეს ორი წელი მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვისაც საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარების კუთხით. მე შევეცადე გამეკეთებინა მაქსიმუმი და დღეისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უფრო დინამიურია, ვიდრე იყო", - აღნიშნა ქუთელიამ საღამოზე სიტყვით გამოსვლისას.
ქუთელიამ შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ორი წელი იმუშავა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტს დაიკავებს, აშშ-ში კი საქართველოს ინტერესებს რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი დაიცავს.