დღეს გამთენიისას ქართული დელეგაცია ჟენევაში გაემგზავრა.
მოლაპარაკებების მე-14 რაუნდზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გარდა, ქართული მხარე საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივაზე და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განხორციელებულ ქმედებებზეც აპირებს საუბარს, მათ შორის ცხინვალთან ახლოს უკანონო შეირაღების განთავსებაზე, ახალგორის მოსახლეობის აღირცხვიანობასა და მათთვის ქონების ჩამორთმევაზე, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე ქართული კულტურული ძეგლების ხელწყოფასა და სხვა თემებზე.
მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან კვლავ გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე ახალი თანამდებობა აქვს და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეობიდან - უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანეს.