ევროპარლამენტი საქართველოს საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. ამჯერად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ადამიანის უფლებათა კომიტეტის ანგარიშში მოექცა.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი "2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის გამო, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ათასი ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა, მწუხარებას გამოთქვამს".
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთს ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების მხოლოდ ერთი - პირველი პუნქტი აქვს შესრულებული.
გარდა ამისა, ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვამს იმის გამოც, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, როგორც კონფლიქტის დროს, ისე შემდგომ პერიოდში ქართული სოფლების "განზრახ განადგურება" მოხდა და მიიჩნევს, რომ ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
2009 წლის ანგარიშს ბრიუსელში დღეს განიხილავენ.