წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი , ამის შესახებ პრორუსლი ორგანიზაცია “ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს.
"რეალური დამოუკიდებლობა ჯერ ისევ შორსაა!!! მაგრამ წელს უკრაინის და ევროკავშირის დროშები მაინც ჩამოხსნეს და ესეც დასაფასებელია!!!
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!! დიდება უფალს!!! გაუმარჯოს საქართველოს!!! " - წერს მორგოშია.
ცნობისათვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ წელს, 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“, შესაბამისად დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით.