ხვალ, 15 დეკემბერს, 13:00 საათზე, ევროპის სახლში გაიმართება კოალიცია ევროპული საქართველოსთვის მანიფესტის ხელმოწერის ცერემონია. ცერემონიას ევროპელი დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია ევროპული საქართველოსთვის არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომელიც ქვეყანაში ფუნდამენტური ევროპული ფასეულობების დამკვიდრებისა და ევროკავშირისა და საქართველოს მოლაპარაკებებში არასამთავრობო სექტორის აქტიური მონაწილეობის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კოალიციაში გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ორმოცზე მეტი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია.