ხვალ, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში მერცხე საჯარო ნათლობა გაიმართება.
ამჯერად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 500-მდე ბავშვს მონათლავს.
ნათლობის ცერემონია სამების საკათედრო ტაძარში 16:00 საათზე დაიწყება. პატრიარქი ნათლულებს საჩუქრად ჯვრებს, სახარებას და ნათლობის სიგელებს გადასცემს.
შეგახსენებთ, რომ პირველი საჯარო ნათლობა 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულზე ჩატარდა. მას შემდეგ პატრიარქმა 3 700 ბავშვი მონათლა. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.