რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დახმარებით ცდილობს დაასრულოს ომი, რომელიც მისი ხალხის მტერმა ცხრა წლის წინ დაიწყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.
„ხშირად გვეუბნებიან და გვესმის, რომ რუსეთმა დაიწყო რაღაც ომი. არა, ეს ასე არ არის! რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დახმარებით ცდილობს დაასრულოს ეს ომი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ დაიწყეს. ჩვენი ხალხი, ისტორიული უსამართლობის გამო ისტორიული რუსული სახელმწიფოს მიღმა აღმოჩნდა, თუმცა ისინი მაინც ჩვენი მოქალაქეები არიან. რუსეთი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს მათ დასაცავად“, - განაცხადა პუტინმა.