პრეზიდენტმა გააკრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლები და ისინი "ხალხის გაღიზიანებაში" დაადანაშაულა.
"ეს არის ერთი ინციდენტი და ამით არ იხსნება პრობლემა. მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება, ასე ეთამაშოთ თქვენს ხალხს, არ შეიძლება, ასე აღიზიანებდეთ თქვენს ხალხს. ჯერ დაიწყო ფრენები, ვიღაცები დადიან და გვიხსნიან რამდენად გახარებული არიან იმით, რომ ეს ფრენები აღდგა. ეს შეურაცხყოფაა ქართველი ხალხის, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა დაიცვას თავისი ღირსება, დამოუკიდებლობა და არავის საჩუქრები არ სჭირდება მას". – თქვა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა მთავრობას მოუწოდა, რომ ქვეყნის ყველა საზღვარზე ადამიანების შემოსვლისას პარტნიორი ქვეყნების მიერ სანქცირებულ მოქალაქეთა სიებით იხელმძღვანელონ.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის პროტესტის ნიშნად უარს ამბობს ავიაკომპანია Georgian Airways-ით სარგებლობაზე, რადგან "არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფრისთვის მზადაა".