პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისგან პირობა მიიღო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები საქართველოში აღარ იმყოფებიან.
"შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღე ბოლოს პირობა, რომ ის ოჯახი წასულია, ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპირებდნენ ქორწილის მეორე ნახევრის გადახდას. ქორწილი აღარ ჩატარდება დღეს. ეს არის საზოგადოების გამარჯვება, როგორც გავრილოვის ამ ქვეყნიდან გასვლა". – თქვა ზურაბიშვილმა.
19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყვარელში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სიძის ძმა ქორწილის გადახდას აპირებდა. მოქალაქეებმა სასტუმროსთან აქცია გამართეს, პოლიციამ 20-მდე აქტივისტი, მათ შორის პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავა.