საქართველოს პრეზიდენტი, სალონე ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით აირზენას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა.
"მე ჩემთვის ვაწესებ ბოიკოტს აირზენაზე რომელიც კომპანიაა, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი [რუსეთი], რომ გამდიდრდეს. ასე იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა კოვიდის დროს და ახლა უნდა ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელი ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე ასევე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, სანამ ის აირზენას ხელში იქნება, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფრისთვის მზადაა და ვნახეთ მისი ხელმძღვანელის გახარებული განცხადებები", - თქვა ზურაბიშვილმა.