კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკა რურუა დავით გარეჯის სანაცვლოდ აზერბაიჯანული მხარისთვის სოფელ ერისიმედის შესაძლო გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
"საიდან მოიტანეთ? არაფერი მსგავსი მე არ გამიგია. ჩემი აზრით, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება", - განუცხადა რურუამ ჟურნალისტებს არნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ დავით გარეჯის სანაცვლოდ შესაძლოა აზერბაიჯანულ მხარეს სოფელი ერისიმედი დაუთმოს.
აღნიშნული სოფელი საქართველო აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს.