პარტია "სამართლიანი საქართველოს" რაიონული ორგანიზაციების ნაწილი პარტიის თავმჯდომარეობიდან ზურაბ ნოღაიდელის გადადგომას ითხოვს.
განცხადება პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციაზე "სამართლიანი საქართველოს" წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათი განცხადებით, 25 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს პარტიის ყრილობა, სადაც დელეგატები გადაწყვეტილებებს მიიღებენ და პარტიის თავმჯდომარეობიდან ზურაბ ნოღაიდელს და გამგეობის წევრებს გადააყენებენ.
ამ მოთხოვნას 56 რაიონული ორგანიზაციიდან 33-ის წარმომადგენლები აწერენ ხელს. "სამართლიანი საქართველოს" პარტიის წევრთა განცხადებით, მათ სათაო ოფისიდან ხელფასი არასდროს არ აუღიათ, ბოლო პერიოდში კი პარტიის შეკრებებიც აღარ იმართება.