საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართვა გაუგზავნა.
როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანჯლგალაძემ დღეს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, მიმართვაში რუსეთის ფედერაციის იმ უკანონო ქმედებების შესახებაა საუბარი, რომელსაც მეზობელი ქვეყანა საქართველოს ოკუპიტრებულ ტერიტორიებზ ბოლო პრიოდში ახორციელებს.
"მიმართვაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე კონკრეუტლ ფაქტზე. მათ შორის ახალგორში, ცხინვალის რეჟიმით ე.წ. ბრძანების საფუძველზე საქართველოს მოსახლეობის ერთნიკური ნიშნით აღრიცხვიანობასა და მათთვის ქონების ჩამორთმევის შესახებ" - განმარტა მანჯგალაძემ.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტი და ზოგადად ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დაწყებული ეთნკური წმენდის გაგრძელებას წარმოადგენს.