საქართველოს მთავრობა ქვეყანაში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით რუსეთის შესაბამის უწყებას თანამშრომლობას კიდევ ერთხელ სთავაზობს.
ამჯერად შესაბამის მზადყოფნას ქვეყნის პირველი პირი გამოთქვამს. პრეზიდენტის პირის ეს პოზიცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
"მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველოს მთავრობა გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, ამ საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით რუსეთის შესაბამის უწყებებთან ითანამშრომლონ", - განმარტა მანჯგალაძემ და პრეზიდენტის სახელით აქვე იმ სამართალდამცველებს, რომლებმაც ტერაქტების საქმის გახსნაზე იმუშავეს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ამ ტერაქტების საქმის გახსნით საქართველომ თავიდან მნიშვნელოვანი საფრთხის აცილება შეძლო.
"თუმცა, ყველა მტკიცებულება და ვერსია დაკავებული პირების დანაშაულისა სასამართლოს მიერ უნდა დამტკიცდეს", - დასძინა მანჯგალაძემ.