საქართველოს პრეზიდენტი ამერიკელი დიპლომატის რიჩარდ ჰოლბრუკის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
"მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა და მივუსამძიმრო, როგორც ამერიკელ ხალხს, ისე გარდაცვლილის ოჯახს. ეს მართლად უდიდესი დანაკლისია", - პრეზიდენტის ეს პოზიცია ჟურნალისტებს მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო.
ამასთან ქვეყნის პირველი პირის შეფასებით ჰოლბრუკი საქართველოს და პირადად მისი "დიდი მეგობარი" იყო.
"ყველას კარგად გვახსოვს, რომ ის ყველაზე მძიმე წუთებში ქართველი ხალხის გვერდით იდგა რუსეთ საქართველოს ომის პერიოდში რიჩარდ ჰოლბრუკი იყო ერთ-ერთი პირველი რომელიც საქართველოში ჩამოვიდა", - მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელი დიპლომატი წუხელ გულის შეტევით გარდაიცვალა.