საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილეს ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.
შეხვედრა აშშ-ში შედგა და საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებაზე და ნატოში სწრაფ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.
"ვერშბოუ უშუალოდ არის ჩართული როგორც ნატოს გაფართოების საკითხში, ასევე საქართველოსთან ურთიერთობაში. შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ საკითხზე საუბარი, რომლითაც უნდა მოხდეს საქართველოს გაწევრიანება ნატოში", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ბარამიძემ.