პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, რომელიც ხვალ, 15 დეკემბერს, გაიმართება, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვიდეოპაემნების განხორცილების შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ.
აღსანიშვია, რომ კანონპროექტთან დაკვშირებით რამდენიმე შენიშვნა გამოითქვა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, კერძოდ კი ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლებას ყველა კატეგორიის მსჯავრდებულისთვის მოითხოვს, ჯონდი ბაღათურია კი სოციალურად დაუცველი ფენებისთვის უფასო მომსახურების ინიციატივით გამოდის.
რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, იურიდიულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდეოპაემნების სარგებლობისას მაქსიმალური კონტროლი უნდა დაწესდეს და მხოლოდ ვიზუალური კონტროლი საკმარისია ოჯახის წევრთან პაემნისას, ხოლო "ქუჩიდან მისული" პირთან კი, უფრო მეტი კონტროლია საჭირო.
კანონპროექტის თანხმად, კი ვისაც სურვილი ექნება მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანი განახორციელოს, სასჯელაღსრულების ბიუროს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. საკითხს სამინისტროში განიხილავენ და პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოპაემანი შედგება. პატიმრებსა და მათ ახლობლებს ვიდეოპაემნებით სარგებლობის ოდენობას და საფასურს საჯელააღრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი განსაზღვრავს. თავდაპირველად ვიდეოპაემნები მხოლოდ თბილისის სასჯელაღსრულების დაწესებულებსში განხორციელდება.
ვიდეოპაემნებით სარგებლობის უფლება არ მიეცემათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულებს, რომლებსაც 10- დან მეტწლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
კანონი ძალაში 2011 წლის 1-ლი იანვრიდან შევა.