საქართველო არ აპირებს სანქცირებულ კომპანიებთან თანამშრომლობას რაიმე ფორმით, შესაბამისად, ეს მხედველობაში იქნება მიღებული, რომელი კომპანია, რომელი ავიაბორტია დასანქცირებული, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიარაფერი განსხვავებული არ თქმულა.
„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ითქვა, რომ სანქცირებული ბორტი, მაგალითად, არ უნდა შემოფრინდეს საქართველოში. ეს გასაგებია, ასეთივეა განწყობა, ვიდრე ეს განცხადება გაკეთდებოდა სახელმწიფო დეპარტამენტში, მანამდე გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის რასაც ვამბობთ, სრულდება. შესაბამისად, არ მგონია, აქ რაიმე მოსალოდნელი სცენარის მიღმა სასაუბრო რჩებოდეს ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და ამის გამო პასუხისმგებლობა საქართველოსთვის, , არ იქნება გამართლებული.
„არ მგონია, რომ უნდა ქონდეს პოლიტიკური გავლენა და სიმართლე გითხრათ ეს არც იქნება სამართლიანი არც ერთ შემთხვევაში, თუ ვინმე ეცდება, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია ან მისი გულშემატკივარი პოლიტიკოსები საზღვარს გარეთ, თუ ეცდებიან, ეს ფაქტორი გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ეს არ იქნება სამართლიანი, ეს არ იქნება კეთილსინდისიერი, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის, რომ ეს იყო გადაწყვეტილება ჯერ 2019 წელს, შემდეგ 2023 წელს, რომელიც აბსულუტურად დამოუკიდებლად, თავისით მიიღო რუსეთის ფედერაციამ, ამის გულისთვის პასუხისმგებლობა საქართველოსთვის, რასაკვირველია, არ იქნებოდა არცერთი თვალსაზრისით გამართლებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.