"იუკოსის" ექს-ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი ბერლინში უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის რაინერ ჰილდებრანტის სახელობის მედლით დააჯილდოვეს.
ეს საპატიო ჯილდო მიხეილ ხოდორკოვსკის დედა გადასცეს. პრემიის გადაცემისას, ხოდორკოვსკის დედისათვის გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში მარკუს ლენინგმა განაცხადა, რომ მიხეილ ხოდორკოვსკის სასამართლო პროცესი, რომელსაც ნავთობის მსხვილ დატაცებაში ადანაშაულებენ "პოლიტიკური ხასიათისაა".
დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ბერლინის კედლის მუზეუმში გაიმართა. სწორედ ამ მუზეუმის დირექტორმა ალექსანდრა ჰილდებრანტმა დააფუძნა 2004 წელს თავისი მეუღლის რაინერ ჰილდებრანტის სახელობის პრემია, რომელიც ადამიანის უფლებების დამცველი იყო.
შეგახსენებთ, რომ "იუკოსის" საქმე, ბოლო წლებში რუსეთში არსებულ საქმეთაგან ერთ ერთი ყველაზე ხმამაღალია. რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ მომენტში ქვეყანაში ყველაზე მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელობა მთელ რიგ ეკონომიკურ დანაშაულში დაადანაშაულეს. შედეგად "იუკოსი" გაკოტრდა, მისი აქტივები კი სახელმწიფო კომპანია "როსნეფტს" გადაეცა. დასავლეთი დღემდე მიიჩნევს, რომ "იუკოსის" საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, თუმცა რუსეთის ხელისუფლება ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.
მიხეილ ხოდორკოვსკის ხშირად ვლადიმერ პუტინის პირად პატიმარს უწოდებენ. პირადად ხოდორკოვსკი თავის წინააღმდეგ აღძრულ მეორე სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურს და კორუფციულად მოტივირებულს უწოდებს. მისი თქმით, ამ პროცესის ინიციატორები იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მისი თავისუფლებაზე გამოსვლა არ სურთ. მის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლებრივ დევნას კი მიხეილ ხოდორკოვსკი იმით ხსნით, რომ იგი დამოუკიდებელ ოპოზიციას უჭერდა მხარს.