რუსეთი ამერიკის სენატის რეზოლუციის პროექტს აპროტესტებს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით აშშ-ის რეზოლუციის გამო მწუხარება გამოთქვა.
საგარეო უწყებაში ყურადღება გაამახვიელს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც ამ დღეებში სენატის უცხოეთის საქმეთა კომისიაში შეიტანეს. "ჩვენ იძულებულნი ვართ მწუხარებით აღვნიშნოთ, რომ რეზოლუციის პროექტში იგნონირებულია ახალი რეალობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის რეჟიმის აგრესიის შედეგად წარმოიშვა", _ აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. "ამ ქმედებების შედეგად წარმოიქმნა ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები _ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამის შემდეგ ჩაითვალოს ისინი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებად, სულ ცოტა არაკორექტული და არალოგიკურია", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.