დღეს, 14 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აფხაზი აკადემიკოსის, ლორიკ მარშანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.
კონფერენციაზე მიმოხილული იქნება ლორიკ მარშანიას შეხედულებები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ, მისი პოლიტიკური, პიროვნული და მოქალაქეობრივი პოზიციები, აგრეთვე მისი სამეცნიერო მოღვაწეობა.
კონფერენციის ინიციატორები საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია და სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის სასწავლო უნივერსიტეტი არიან.