ხვალ, 14 დეკემბერს, 14:00 საათზე, წეროვანის რესურსცენტრში (დევნილთა ჩასახლება; ბაგა-ბაღის შენობა) გაიმართება მცხეთის თვითმმართველობის წარმომადგენელთა შეხვედრა დევნილ ქალთა კლუბის წევრებთან.
დევნილ ქალთა კლუბი ორგანიზაცია ~უკეთესი მომავლისთვის~ განხორციელებული პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი "ტასო~.
კლუბის მიზნია წეროვნის ჩასახლების მცხოვრები, აქტიური დევნილი ქალების ინიცირება სამოქალაქო საქმიანობაში ჩასართველად.