რუსეთში სეპარატისტული აფხაზეთიდან უკვე გატანილია 11 074 ტონა მანდარინი, 60 ტონაზე მეტი ფეიხოა და 2 000 ტონა ხურმა. განცხადება ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა იური აკაბამ გააკეთა.
მისი თქმით, ციტრუსის სეზონს დასრულებამდე რუსეთის ფედერაციაში 20 ათას ტონა ციტრუსზე მეტის გატანა იგეგმება.