ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატების შეხვედრა აკადემიური საბჭოს წევრებთან გრძელდება. დღეს აკადემიური საბჭოს წევრები რექტორის არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატის - გიორგი ჭინჭარაულის და ალექსანდრე კვიტაშვილის სამოქმედო გეგმას გაეცნენ.
რექტორის არჩევნები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 27 დეკემბერს გაიმართება. არჩევნებში სულ 6 კანდიდატი მონაწილეობს. ალექსანდრე კვიტაშვილი, გიორგი ჭინჭარაული, ნიკოლოზ ლელუაშვილი და გიორგი ლილუაშვილი აკადემიური საბჭოს წინაშე უკვე წარდგენ, მომავალი შეხვედრა დარჩენილ ორ კანდიდატს - მარიამ ცაცანაშვილს და თეიმურაზ ურუშაძეს დაეთმობა.