საქართველომ ნატოს კრიტერიუმები რომ დააკმაყოფილოს, ალიანსის წევრი გახდება. ეს განცხადება მოსკოვში ნატოს საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელმა რობერტ პშელმა გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია მის მიერ ალიანსის კრიტერიუმების შესრულებაზე. პშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება.
"მოკავშირეებმა მოილაპარაკეს, რომ მომავალში საქართველოს ხილვა ნატოს წევრთა შორის სურთ, თუმცა როდის გაჩნდება ასეთი შესაძლებლობა, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მოცემული ქვეყანა, ამ შემთხვევაში კი საქართველო, როდის შეძლებს ალიანსის კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. დღეისთვის ამ პუნქტზე არ ვიმყოფებით", _ აცხადებს პშელი.
მისი განცხადებით, ამჟამად მიდის მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვა და სხვა რეფორმებს საქართველოში, მაგრამ მე, ისევე როგორც სხვა ჩინოვნიკები, ვერ გიპასუხებთ კითხვაზე, როდის გახდება საქართველო ნატოს წევრი. ეს დამოკიდებულია თავად საქართველოზე", _ განაცხადა მან.