იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ჩიორა თაქთაქიშვილი, მოადგილედ კი კახაბერ ანჯაფარიძე დაინიშნებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტი ინიციატივით ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
ამასთან, კიდევ ერთი ცვლილებით, ლაშა თორდია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა, სხვა კომიტეტის წევრობიდან (ის იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტის წევრი იყო) გამოიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ იურიდიული კომიტეტის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა თორდია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ გია არსენიშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაიყვანეს.