საინიციატივო ჯგუფის მიერ მედიის შესახებ მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით, შესაძლოა, 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე გავიდეს. შესაბამისი წინადადებით დეპუტატებს "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიმართა და აღნიშნულ კონტექსტში კომიტეტებს სთხოვა, საკითხი მიმდინარე კვირის განმავლობაში განიხილონ.
აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს მედიის შესახებ საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს საპროცედურო საკითხთა კომიტეტში განიხილავენ.
შეგახსენებთ, რომ მედიაექსპერტებისა და ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული კანონპროექტების პაკეტის ინიცირება პარლამენტში რამდენიმე კვირის წინ "ქრისტიან-დემოკრატებმა" მოახდინეს.