"ქართული პარტიის" მტკიცებით, ცალკეულ მედიასაშუალებებში პარტიისა და მისი ცალკეული ლიდერების წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს.
როგორც "ქართული პარტიაში" აცხადებენ, ეს კამპანია სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკურ დაკვეთას წარმოადგენს და მიზნად ისახავს საზოგადოების დეზორიენტაციას და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებით მოსახლეობაში შექმნილი მოლოდინის გაცრუებას.
"ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებას ეშინია "ქართული პარტიისა", როგორც მისი რეალური ალტერნატივისა, და სწორედ ამიტომ აამუშავა ცილიმწამებლური კამპანიის მანქანა", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ "ქართული პარტია" მიესალმება აზრის თავისუფლად გამოხატვას, მაგრამ ამავე დროს, "მიუღებლად მიაჩნია დაკვეთილი პუბლიკაციების გავრცელება, რომლებში გამოთქმულ "მოსაზრებებებსა" და "დასკვნებს" არანაირი საფუძველი არ გააჩნია და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება".